LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გადელია: არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან “დანაშაული” იყო, აფერუმ ძმაო შენ კაცობას

5724
BeFunky-collage

ექიმი დავით გადელია საოკუპაციო ძალების მიერ მისი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

გთავაზობთ მის პოსტს:

,,ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად ფხიზელს, პირადყოფიერი დიდი პრობლემების არმქონეს, ამოასხა ერთ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგა; ის უფრო მიკვირს, რომ არცერთ ქართველს, ჩემი ჩათვლით, თუნდაც სიმთვრალეში და თუნდაც რაღაც სულ სხვა ამბავზე გაბრაზებულს, იგივე ნაბიჯი პიროვნულად თავში არ მოსვლია!! …

,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

ნუ, საზღვრის აქედან მასხრულ-მასობრივ პერფომანსებს სერიოზულად არც განვიხილავ! არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან “დანაშაული” იყო- თავადაც უნდოდათ გამოშვება, მაგრამ ვაჟამ -“არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!” აფერუმ ძმაო შენ კაცობას!”

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს "საზღვრის კვეთის" ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს

ბოლო დღეების განმავლობაში უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საგანგებოდ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც.

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

უკვე ერთი კვირაა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების ტყვეობაშია. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ე.წ სასამართლომ კი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები