LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიხმაროთ ბავშვი ,,დიდების” საქმეებში“ – შალვა ამონაშვილი

302
shalva-amonashvlkl-nws2020

რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი კონტაქტი შვილებთან და მათი ჩართულობა ,,დიდების” საქმეებში – ამ თემაზე ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ,,აზროვნების აკადემიაში” ისაუბრა.

შალვა ამონაშვილი: „დაავალეთ ბავშვს დიდების საქმე, თქვენი საქმე. შესთავაზეთ რამის ერთად გაკეთება, მაგალითად დედებს შეუძლიათ, გოგონას დახმარება სთხოვონ მამის საყვარელი საჭმლის მომზადებაში. სთხოვეთ, დაგეხმაროთ მის მომზადებაში. რასაკვირველია ბავშვის დახმარება შეიძლება არ იყოს დახმარება, მან შეიძლება რამე გატეხოს, ფქვილი დააბნიოს და ა.შ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ, დიდებსაც გვემართება. მთავარია ბავშვს მივცეთ საშუალება, დაგვეხმაროს და ამ დროს ჩვენთან სრულყოფილი კონტაქტი ჰქონდეს. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გამოუვა რაღაცის გაკეთება, არ ეჩხუბოთ. მთავარია თვითონ პროცესი.

მთავარია, როდესაც მამა დაბრუნდება, მას ვუთხრათ, რომ ეს საჭმელი მისმა შვილმა მოამზადა და ეს ბავშვმა გაიგოს. საჭიროა მისით ვიამაყოთ ასეთ მომენტში, სწორედ ეს არის აღზრდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში.

მნიშვნელოვანია, რომ მამებმა სთხოვონ დახმარება ბიჭებს რთულ საქმეებში და როდესაც ამ საქმეს გააკეთებთ, აღნიშნეთ რომ ერთად გააკეთეთ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები