LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჯერებელია, მისი მიღებისთანავე თავი უკეთ ვიგრძენი: ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ მედიკამენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

254
regeneron-trump-fotoartecl

კორონავირუსისგან განკურნებული აშშ-ს პრეზიდენტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 4-წუთიან ვიდეომიმართვას ავრცელებს.
დონალდ ტრამპი ვირუსის სამკურნალო საშუალებებზე საუბრობს და ასახელებს პრეპარატს, რომლის დამსახურებითაც ის გამოჯანმრთელდა.

„დაუჯერებელი იყო. პრეპარატი Regeneron განკურნებაში დამეხმარა. მისი მიღებისთანავე თავი უკეთ ვიგრძენი და სამი დღის წინ ისევე კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც ახლა“.

პრეზიდენტმა მედიკოსები მკურნალობის მეთოდებისთვის შეაქო და საზოგადოებას პირობა მისცა, რომ ექსპერიმენტული მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ ამერიკელისთვის, რომელიც ებრძვის ვირუსს.

დონალდ ტრამპს ახალი კოვიდინფექცია 1 ოქტომბერს დაუდასტურდა. მკურნალობის კურსი სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა, გუშინ კი განაცხადა, რომ ვირუსისგან განიკურნა და თეთრ სახლში დაბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები