LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დატუსაღებული ისტორია” სარეალიზაციო ქსელში გამოჩნდა

2955

უნიკალური სახელმძღვანელო ”დატუსაღებული ისტორია” მკითხველს დაუბრუნდა. წიგნი რეალიზაციაში 2 კვირაა გამოჩნდა და ის საგაზეთო ჯიხურებსა და რამდენიმე წიგნის მაღაზიაში იყიდება. სახელმძღვანელოს ღირებულება კი არა უმეტეს 25 ლარს შეადგენს.

„1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთთან შეერთება საბოლოოდ გააფორმა, საქართველო მეფის რუსეთის კოლონიად იქცა,“ – ასე მთავრდება ისტორიის სახელმძღვანელო , რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ 1956 წელს სასკოლო პროგრამიდან ამოიღო და აღნიშნული წიგნით სწავლება აკრძალა.

წიგნი სულ მალე ბიბლიოთეკებიდან, ასევე ოჯახებიდანაც გაქრა და სულ რამდენიმე ეგზემპლარად შემორჩა. ახლა კი, ჩხიკვაძეების საგვარეულოს ინიციატივით „დატუსაღებული ისტორია“ მკითხველს დაუბრუნდა.

წიგნი პირვანდელი სახით გამოიცა. ახალი გამოცემა შევსებულია სხვადასხვა წელს ცენზურის მიერ ამოღებული მონაკვეთებით.
„დატუსაღებული ისტორია“ გვიყვება საქართველოს ამბავს უძველესი დროიდან მე–19 საუკუნის დამდეგამდე –რუსეთის მიერ საქართველოს პირველ დაპყრობამდე.
წიგნი ჯერჯერობით სასკოლო პროგრამაში არ არის შეტანილი, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი მორგება სკოლის სწავლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები