LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა სირბილაძეს ცოლად ნიკო ლეკიშვილის შვილი მოჰყავს?!.

2183

მომღერალი დათუნა სირბილაძე, როგორც „ფორტუნამ“ ექსკლუზიურად შეიტყო, შეყვარებულია. გავიგეთ მისი რჩეულის ვინაობაც და ის, როგორც ამბობენ, ნიკო ლეკიშვილის შვილი, სალომეა.

დათუნას პირველი ქორწინებიდან, როინ მეტრეველის შვილიშვილთან, მაკოსთან, ორი შვილი ჰყავს. მაკო და დათუნა ერთმანეთს დაშორებულები არიან. მაკოს შემდეგ დათუნას ცხოვრებაში კიდევ ერთი გოგონა იყო, თუმცა მომღერალი მასაც დაშორდა. ახლა კი სალომეზეა შეყვარებული და ამბობენ, რომ მის ცოლად მოყვანასაც აპირებს.

სალომე ლეკიშვილის პირველი ოჯახიც დანგრეულია. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

დათუნა სირბილაძეს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

დათუნა, გავიგეთ, რომ ცოლის მოყვანას აპირებ?..

(იცინის) არა, გამანებეთ თავი…

სახელსა და გვარსაც ასახელებენ, სალომე ლეკიშვილი, ნიკო ლეკიშვილის შვილი, უყვარსო…

ცოლი არ მომყავს, არაფერს არ ვადასტურებ…

13187716_10208163466897488_441234371_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები