LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე ლიზა ქისტაურზე: აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე, არ კარგავდა სილაღეს საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად

628
Untitled design (6)

მწერალი და ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა

როგორც დათო გორგილაძე ამბობს, მას ლიზას გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის ხიბლავდა:

„ლიზა ქისტაურს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მხიბლავდა.
განსაკუთრებით კი აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე არ კარგავდა ხალისსა და სილაღეს საკუთარი თავისა და სხვების გასამხნევებლად.

მისი გარდაცვალების შესახებ მიმობნეული ცნობების ქვეშ ვხედავ ახარხარებულ ადამიანებს.
ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ქუჩაში, შენობების დერეფნებსა და კაფეებში გვხვდებიან.
შვილებსაც ზრდიან (ან უკვე გამოზარდეს).

მათი დიდი ნაწილი დღეს შობის აღსანიშნავად ფანჯრებთან სანთლებს აანთებს იმის იმედით, რომ ქრისტე მათკენაც გაიხედავს.

ლინკოლნმა თქვა ერთხელ: მლიქვნელი არის ადამიანი, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს სთხოვს შეწყალებას იმ მოტივით, რომ ის ობოლიაო.

მე კი მგონია, რომ მთავარი მლიქვნელები თქვენ ხართ – ისინი, ვისაც ღიმილს კი არა, ხარხარს გფენთ სახეზე უდანაშაულო, კეთილი და ლაღი ადამიანის სიკვდილი და ამავდროულად ქრისტეს შინ ქრისტეს იწვევთ.

გისურვებთ, რომ შვილებმა ერთხელაც პასუხი მოგთხოვონ ამ მლიქვნელობის გამო და როცა სათქმელი არა გექნებათ რა, სახეში შემოგაფურთხონ.

მიცვალებულმა დაე მშვიდად განისვენოს“, – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.

როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს საკონსულოში უკვე შევიდა, საკონსულო კონტაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და სამართალდამცველებთან. ხორციელდება შესაბამისი პროცედურები.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.

„არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“: რას წერს ლიზა ყენია ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები