LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასვენება გაძვირდა: 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა 332 ლარი შეადგინა

57
hotel-websites-inspiring-guests-to-book

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG-ის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტში, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 6.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%-ით გაიზარდა.

2021 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 219 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 80 ლარი.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 332 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 587 ლარი შეადგინა, თბილისში – 436 ლარი, აჭარაში – 295 ლარი, ხოლო კახეთში – 293 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.1%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.7%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.7%-ით შემცირდა. 2020 წლის მარტთან შედარებით კი, სასტუმროს ფასების ინდექსი 8.1%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები