LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასვენება და გაჯანსაღება ერთ სივრცეში – „ბლექ სი 2“ უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს გთავაზობთ

2442
1

უპრეცედენტოდ დაბალი ფასები და მაღალი ხარისხი – შემთხვევა, როდესაც ფასი ხარისხზე დაბალია- ეს საცურაო კომპლექსი „ბლექ სი 2-ა“.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსი ფართოვდება -კერძოდ, სექტემბრიდან „ბლექ სი ორს“ შეემატება ფიგურული სრიალის მოედანი. ასევე დაგეგმილია ხუთჭიდისთვის (ფარიკაობა, სროლა, ცურვა და სირბილი) განკუთვნილი დარბაზის კეთილმოწყობა.

„ჩვენი აზრით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მაქსიმალურად დაბალი, ხელმისაწვდომი ფასი, რათა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს ჩვენი მომსახურებით სარგებლობა“, – აცხადებენ „ბლექ სი 2-ის“ მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, „ბლექ სი“ არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების ქსელი და მოიცავს სამ კომპლექსს: „ბლექ სი“ „ბლექ სი 2“ და „ბლექ სი ზესტაფონი“.

„ბლექ სი 2“ მდებარეობს თბილისში, გლდანის ა მიკრორაიონში, ხიზაბავრას  ქუჩაზე (ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორია).

სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ბლექ სი 2“ საუკეთესო არჩევანია მთელი ოჯახის დასვენების, გაჯანსაღებისა და განვითარებისათვის. პროგრამების მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს დიდი 25 მეტრიანი აუზი 5 ბილიკით, საშუალო 12,5 მეტრიანი აუზი,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სატრენაჟორო და აერობიკის დარბაზები. კომპლექსში ტარდება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები ცურვაში, აეორბიკასა და აქუა აერობიკაში, კროსფიტში, ფიტნესში. ასევე შესაძლებელია ინდივიდუალურად, თავისუფალ ვიზიტორად სტუმრობა.

„ბლექ სი 2“, ძირითადად, ორიენტირებულია ზრდასრულ მომხმარებელზე, ხოლო, არასრულწლოვანთათვის, ბავშვებისათვის – განკუთვნილია ჩვენი მეორე კომპლექსი „ბლექ სი“. კომპლექსები („ბლექ სი ორი“, ე.წ. „დიდების“ და „ბლექ სი“ ,ე.წ. „პატარების“) ერთმანეთის მიმდებარედ მდებარეობს. მათი ასეთი განლაგება, ქმნის უპრეცედენტო შესაძლებლობას ჩვენი მომხმარებლისთვის. მაშინ როდესაც მათი პატარები „ბლექ სიში“ სხვადასხვა სექციას სტუმროებენ („ბლექ სის“ ტერიტორიაზე გარდა აუზისა, ფუნქციონირებს  კიოკუშინ კარატეს, ტაიკვონდოს, უშუ სანდას სექციები, თათია სულუაშვილის თეატრალური და ირმა ნიორაძის საბალეტო სტუდიები) მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავადაც დაკავდნენ აქტიური სპორტით. გვყავს საუკეთესო, გამოცდილი მწვრთნელები. გვაქვს უსაფრთხო გარემო, აუზების მოვლის მაღალტექნოლოგიური სისტემები“, – განმარტავენ „ბლექ სი 2-ში“.

რაც შეეხება კომპლექსს „ბლექ სი ზესტაფონი“, როგორც საცურაო კომპლექსის მენეჯმენტში ამბობენ, ის უნიკალურია, რადგან მსგავსი ტიპის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი საქართველოს რეგიონებში ჯერჯერობით არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები