LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების შანსი – ახალი ქართული ავიაკომპანია თანამშრომლებს ეძებს

309
104426890-3922221667852356-5213929460230684944-o

ჩარტერული სატვირთო გადაზიდვების ახალი ქართული ავიაკომპანია “იზი ჩარტერი” (“EASY Charter”) საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის და კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის.

EASY Charter-ში ვაკანსიაა შემდეგ თანამდებობებზე:

✅ ბიზნესის ადმინისტრირების,
✅ საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებებით.

??? ენები: ქართული, ინგლისური და რუსული (მინიმუმ, საბაზისო დონეზე);

??? ანაზღაურება: განიხილება გასაუბრებაზე;

??? რეზიუმეების გაგზავნის ბოლო ვადა: 24 ივნისი;

დაინტერესების შემთხვევაში, უნდა გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ფაკულტეტის დასახელება).

შეგახსენებთ, ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა. ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე EASY Charter-ის საკუთრებაში ერთი ერთეული Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო პერსონალით არის დაკომპლექტებული. ავიაკომპანია განახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ავიაგადაზიდვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები