LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმდი მარსზე – „წითელ პლანეტაზე“ სამუშაო ადგილები შეიქმნება

566
Elon-Musk

ის, რაც აქამდე ყველასთვის წარმოუდგენელი იყო – შესაძლოა, მალე ილონ მასკმა რეალობად აქციოს. საქმე ისაა, რომ ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი პლანეტა მარსზე 2050 წლისთვის ქალაქის გაშენებას და იქ ერთი მილიონი ადამიანის დასახლებას გეგმავს. ბუნებრივია, ამ ადამიანებისთვის წითელ პლანეტაზე მასკი სამუშაო ადგილებსაც შექმნის. აღნიშნულის შესახებ ბიზნესმენმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი Twitter-ის გვერდზე დაწერა. ცხადია, ილონ მასკის ეს განცხადება საერთაშორისო მედიამ მაშინვე აიტაცა.

როგორც დასავლური პრესა წერს, ილონ მასკს წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმაზე მუშაობა უკვე აქტიურად აქვს დაწყებული. გასული წლის სექტემბერში მასკმა ასევე წარადგინა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Starship-ი, რომელიც მარსზე ფრენებისთვის არის შექმნილი. არსებული ინფორმაციით, 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები