LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვართ, გამოძიება უმოკლეს ვადაში გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს – “ქართული ოცნება”

50022281_224313845144803_3587381359653421056_n

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რამაც 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი იმსხვერპლა.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მათ ამ უმძიმეს წუთებში.

აფეთქების შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

დარწმუნებული ვართ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს,” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები