LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, თქვენი უბადლო ხელძღვანელობით კიდევ უფრო განვავითარებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს: ესტონეთის პრემიერი გიორგი გახარიას

61
FORTUNA.GE- (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და დარწმუნებულია, რომ გახარიას უბადლო ხელძღვანელობით, კიდევ უფრო განვითარდება საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ბრწყინვალე ურთიერთობები.

იური რატასი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ესტონეთს გააზრებული აქვს ვალდებულება – იყოს საქართველოს გულწრფელი და სანდო მეგობარი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მისალოც მიმართვაში ესტონეთის პრემიერი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ძალები იპოვიან გზას, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული სიცარიელე შეივსოს:

“იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის ამ გამოწვევებით აღსავსე დროს თქვენ გააგრძელებთ საერთო საფუძვლებისა და კომპრომისების ძიებას, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული სიცარიელე შეივსოს. პარლამენტში სრული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლობა, ქვეყნის შიგნით სტაბილურობა და ერთსულოვნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რთულ სამეზობლოში არსებული დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისთვის. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ამ მიმართულებით და მოუთმენლად ველი ჩვენს ჩვეულ კარგ თანამშრომლობას.” – აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები