LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩიაშვილი: დღეს ვიმყოფებით ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ფაზაში – გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ნამდვილად დაუფასდება ის გზა, რომელიც ბოლო წლებში გავიარეთ

61
ილია დარჩიაშვილი

„ჩვენს პარტნიორებთან მთავარი გზავნილი არის, რომ ტრიოს ერთიანობა მნიშვნელოვანია მოცემულ მომენტში, შესაბამისად, ეს გზავნილი გაზიარებული გვაქვს პარტნიორებისთვის“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა, თუ ტრიოს ფორმატი.

დარჩიაშვილის თქმით, ამ პროცესში ტრიოს ფორმატის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე: ვმუშაობთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე

„ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულება და მიგვაჩნია, რომ ტრიოს ფორმატის ერთიანობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება მთავარი სიგნალი, რომ ასოცირებულმა სამმა წევრმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი მთავარი გზავნილიც არის, რომ ტრიოს ერთიანობა მნიშვნელოვანია მოცემულ მომენტში, შესაბამისად, ეს გზავნილი გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორები არიან, უნდა გავაანალიზოთ, რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს დასახმარებლად

კითხვაზე, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება, მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე კონკრეტულად დღეს არავინ საუბრობს ინდივიდუალურ ფორმატში, რადგან პროცედურულად პირველ რიგში ევროკომისიამ უნდა მოამზადოს დასკვნა, რომელიც იქნება დოკუმენტი და რაზე დაყრდნობითაც უკვე ევროკავშირის საბჭოზე მოხდება საქართველოსა და სხვა ასოცირებული ქვეყნების შემდგომი ინტეგრაციის გადაწყვეტილება.

„ამიტომ კონკრეტული ხედვა დღეს ჩვენს პარტნიორებთან ამ მიმართულებით არ არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ნამდვილად დაუფასდება ის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ბოლო წლების განმავლობაში და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებაც იქნება ადეკვატური და ერთიანობის პრინციპი, რომელიც გვინდა, რომ დაცული იყოს, რა თქმა უნდა, იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე ისაუბრა და თქვა, რომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დარჩიაშვილის თქმით, ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატოში.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ფაზაში იმყოფება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის პარალელურად, უკვე თავად, პირადად, შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილს ექნება შეხვედრები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან და სხვა მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან ევროკომისიაში“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, გენერალურ მდივანთან შეხვედრა იქნება ამ ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ექნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის დამატებითი იმპულსები ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღეს მივემგზავრები, მექნება მაღალი დონის შეხვედრები – რა საკითხს განიხილავს პრემიერი ბრიუსელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები