LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

655
girls

თუკი საუკეთესო დაქალებთან ერთად სანაპიროზე წოლა და ბევრი სიცილი თქვენი ოცნებაა, მაშინ ახლა მის ასასრულებლად მეცნიერული მიზეზიც გაქვთ. აღმოჩნდა, რომ გოგონებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ამიტომ არ დააყოვნოთ და სასწრაფოდ ტურის დაგეგმვა დაიწყეთ.

დაქალებთან ერთად მოგზაურობაზე უკეთესი ალბათ ცოტა რამ თუ იქნება – ბევრი მხიარულება, განტვირთვა, სტრესისგან დაცლა თუ ჭორაობა. ამ დროს ბედნიერების ჰორმონების მოჭარბებაც აღინიშნება – ეს ყველაფერი კი ორგანიზმს ნეგატივისგან ათავისუფლებს და ახალი ძალებით ავსებს.

მეგობრების მნიშვნელობას იუტას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს. ექსპერტებმა 400 ათასამდე ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის ადამიანები ვისაც უახლოესი მეგობრები ჰყავთ, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა სოციალური კავშირების ქონასთან პირდაპირ კავშირშია. მეგობართა სიმცირე კი ბუნებრივია, ძალიან საზიანოა. საქმე ისაა, რომ დაქალები თუ ძმაკაცები სტრესს ამცირებენ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაც სწორედ ამის დამსახურებაა.

შესაბამისად, მეგობრებთან ერთად მოგზაურობა არამხოლოდ დასვენება და გართობა, არამედ გამაჯანსაღებელი პროცედურა და თერაპიაა. და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეგობრები ტვინში დადებით ფსიქოლოგიურ ცვილელებებს იწვევენ და მათი დამსახურებით ადამიანი უკეთესი პიროვნება ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები