LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან – არიან დაშავებულები

147
78583070-733794080363459-2328940664726749184-n

“ქართული ოცნების” ოფისთან დაპირისპირებაა -მოძრაობა “სირცხვილიას“, “შეცვალეს” და “გაბედეს“ წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მათ პარტიის მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, 5 პირი დაშავდა. აქტივისიტები იმასაც ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესვრიან შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. რამდენიმე დაზარალებული ადგილიდან გაიყვანეს. პოლიციას აგრესიული პირები ადგილიდან გაჰყავს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებია. აქტივისტები მოუწოდებენ პოლიციას, რომ დააკავონ ეს პირები.

სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების“ ოფისი ფანჯრებს სტიკერები წარწერით – “სირცხვილია“ მიაკრეს.

ფიზიკური დაპირისპირების დროს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები