LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამრღვევი დაისჯება: მერია რეგულაციებს მალე გამოაქვეყნებს – დააყენებენ თუ არა მგზავრებს ფეხზე

230
104800

კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევის გამო სახელისუფლებო სტრუქტურები რეკომენდაციების კიდევ უფრო დაცვისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. პრემიერმა გიორგი გახარიამ დედაქალქის მერს საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესებული ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდა. თავად კახა კალაძემაც მიაქცია ყურადღება ამ საკითხს და დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

“ფორტუნა” არაერთხელ წერდა, რომ საკმაო ხანია სამარშრუტო ტაქსებში მგზავრები ფეხზე დგანან და “მარშუტკები” გადაჭედილი დადიან. თუმცა გაჭირდა ზუსტი პასუხის მიღება კითხვაზე ისევ მოქმედებს თუ არა “მარშუტკაში” ფეხზე დგომის გაუქმების წესი თუ რეკომენდაცია.

“მარშუტკებში” კორონა არ არის?! – აღარ ეტევა ხალხი ტრანსპორტში, არადა სწავლა ჯერ არ დაწყებულა

დღეს ამ საკითხის გასარკვევად მივმართეთ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგულაციების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება:

მან “ფორტუნას” შეკითხვაზე – თუ როგორ დარეგულირდება სატრანსპორტო საშუალებებში დისტანციის დაცვა და ფეხზე დგომა – განაცხადა:

’’ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე მზად არის რეკომენდაციები და მკაცრად გაკონტროლდება ყველა სატრანსპორტო კომპანია. დაუმორჩილებლობისა და დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიები მკაცრად დაისჯებიან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები