LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

159
BeFunky-collage (9)

თბილისის ანძა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაცია ამის შესახებ დედაქალაქის მერიამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ანძის განათების თხოვნით დედაქალაქის მერიას აზერბაიჯანის საელჩომ მიმართა.

„ქვეყანა 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს. წელსაც ანძა განათდა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში“,- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები