LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკითხულია 50 მოწმე, ამოღებულია პირადი ნივთები, გამოთხოვილია ჩანაწერები – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დეტალები ირკვევა

352
1111

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში. გამოძიებით დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნულ სახლში მოხდა ცალკეულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდეგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს ცნობით, მოგვიანებით, კონფლიქტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვის მიმდებარედ ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა და აღნიშნულ ადგილზე იკარგება შაქარაშვილის კვალიც. ახალგაზრდა ფეხბურთელი 4- დღიანი ძებნის შემდეგ რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, შსს აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით და განიხილება არაერთი ვერსია. ამ დროისათვის გამოკითხულია საქმესთან კავსირსი მყოფი 50 მოწმე.

“გვინდა საზოგადოებას განუმარტოთ, რომ შსს ამ საქმის გამოძიების პროცესში ყველა მიმართულებით მუშაობს. განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია. სხვადასხვა სპეციალისტების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირია გამოკითხული. დაახლოებით 50-მდე მოწმეა დაკითხული. ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომობილი, მობილური ტელეფონი. აღებულია კვლევის ნიმუშები, გამოთხოლვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა”, – ამის შესახებ შსს-ის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გარდაცვლილის ოჯახთან უწყებას მჭიდრო კონტაქტი აქვს და ნებისმიერი ახალი ინფორმაციის დადგენის შემთხვევაში ოჯახს ეცნობება. მინისტრის მოადგილე მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, დაუყონებლივ მიმართონ შსს-ს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

საქმეზე გამოძიება, რომელიც თავიდან თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო, უწყების ცნობით, კიდევ დაემატა ძალადობის მუხლი.

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/551173995762937/?__tn__=kC-R&eid=ARCTUzyUUHMN1PciMhRaYWFWDRqAaj272Fsg7qVDRySbas_VRWEn4sYDrtx6OpAIVvuBT6x7n8A7–VX&hc_ref=ARTP3X1Kdd6mMYmvzpBLQ1biPBHYcuvLd-SUwdIvRAoaw-s7O_9T4ASj7EgOjeLVIkc&__xts__[0]=68.ARBKBxmTOF8DjADzdY3rAqzOCEU8769RLy1fDyIjSfZNBZuBXUrh6UbtAQRIdxo4KZWjUDmqkU4sqdt7ssP8CbmSdPvJZmNfiZhKF_ADOJbIeUMxAdtw3a9ScArELrauP-dZ9YnnhxwV7grWBnzZqMykZ8sRdJA-e4Iu2rWoajLg1g27g-C_9eL3e91sIc6AYb1Rz1rcFif05LGLLCfYOmuCWgMRzhBYWZtTyG6Xfrhsm1TlMN33sIM6Aa2vZbc9PpC2JkkGIdC8VbBQuQDEVRHDArfiXzm6Sqcks8mdfr8HvtJLkZ_XTicVuE9L9xuPaNkkETfqcuPe93lUxn1zwtDQPsx3O4oEivU8grtT_WAaEmOX89AWlpHh899Jfpo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები