LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახვდი და გააცანი შენი ქალაქი – ქუთაისის პოპულარიზაციის კამპანია იწყება

112
ქუთაისიი

“დახვდი და გააცანი შენი ქალაქი სტუმარს!” –  ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი კამპანიას იწყებს.

აღნიშნული პროექტისათვის ცენტრი მოხალისეებს იწვევს. მათ ევალებათ, რომ ზაფხულის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს პერიოდულად დახვედრის აქციები, პერფომანსები და ფლეშმობები მოუწყონ.

“ეს არის საინფორმაციო კამპანია ქალაქის პოპულარიზაციისათვის. უბრალოდ გვინდა, რომ ტურისტები, რომლებიც ქუთაiსის აეროპორტით ჩამოდიან საქართველოში, აუცილებლად დარჩნენ ქალაქში და ნახონ, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმა timerepublik და გვინდა სწორედ მოხალისეები ჩაერთონ ამ აქციაში. მოხალისე უნდა იყოს პოზიტიური და კეთილგანწყობილი. ჩვენი პარტნიორი იქნება ქუთასის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი”, – ამბობს იდეის ავტორი მაკა ჩინიჯიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები