LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია სამი ათასზე მეტი ადამიანი – სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ნავალნისა და აქციის მონაწილეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

73
BeFunky-collage (2)

რუსმა სამართალდამცველებმა ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე, ქვეყნის მასშტაბით, 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 1 000-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ მოსკოვშია დაკავებული.

საპროტესტო აქციებსა და მასშტაბურ დაკავებებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმაურება და მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, გაათავისუფლონ საკუთარი საყოველთაო უფლების გამოყენების დროს დაკავებულები, ასევე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ალექსეი ნავალნი.

როგორც სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შტატები მტკიცედ გმობს რუსეთის რამდენიმე ქალაქში ამ შაბათ-კვირის მანძილზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში და ულმობელი მეთოდების გამოყენებას.

“დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებაში და სარწმუნოდ ახსნას მის მიწაზე ქიმიური იარაღის გამოყენება”. – ნათქვამია განცხადებაში.

სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში აქციებზე 20 000-50 000 ადამიანი, ხოლო სანქტ-პეტერბურგში 20 000-35 000 ადამიანი შეიკრიბა. აქციები ასევე გაიმართა პატარა ქალაქებშიც.

პოლიციამ უკვე აღძრა ათობით საქმე დემონსტრანტების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას, მასობრივი არეულობისკენ მოწოდებებს, ხულიგნობასა და საკუთრების განზრახ დაზიანებაში სდებენ ბრალს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები