LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებული დეტექტივი და გარდაცვლილი 30 წლის მამაკაცი – წყნეთში მომხდარ დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

209
politsia_w_h

წყნეთში 30 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, უფროს დეტექტივს იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.

საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები