LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაკავდით სექსით ხშირად !“- ზაზა თელია გვირჩევს, როგორ  დავამარცხოთ გაციება და სხვა ინფექციები

3539
ზაზა-თელია

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში იმუნური სისტემის გაძლირებისა და გაციების დასამარცხებლად 12 რეკომენდაციას გვტავაზობს.

„ფორტუნა“ მის სტატუსს უცვლელად წარმოგიდგენთ:

„როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და “დაამარცხოს” გაციება და სხვა რიგი ინფექციები.

12 რჩევა იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:
1. ჭამე ხილი და ბოსტნეული – სხვადასხვა ფერები;
2. თავი დაანებე მოწევას;
3. დაკავდი სექსით ხშირად;
4. იყავი პოზიტიურად განწყობილი;
5. ხშირად დაიბანე ხელები და სახე;
6. ივარჯიშე სისტემატიურად, ხშირად;
7. ჩამოაყალიბე შენი სოციალური ქსელი;
8. გაიცინე ხშირად;
9. შეზღუდე ჭარბი ალკოჰოლის მიღება;
10. გქონდეს კარგი ძილი – მინიმუმ 6 საათი;
11. სკეპტიკურად იყავი განწყობილი მცენარეული და საკვები დანამატების მიმართ, მათი მიღება არ არის რეკომენდირებული და პოტენციურად სახიფათოა;
12. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი – აუცილებელია ისინი იყვნენ აცრილები სხვადასხვა ინფექციების მიმართ.:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები