LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკარგული მილიარდები, უმუშევრად დარჩენილი ადამიანები – კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

157
large-eTBAnbnNwI-xJWv7zQ391oJFKD2goIRjYid4K-smLSA

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ჭარაია ამბობს, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებას საორიენტაციოდ – 1.3 – 1.5 მილიარდი ლარი დააკლდება. განსაკუთრებით მაღალია დანაკარგები ტურიზმის სექტორში. აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსისგან გამოწვეულმა მოვლენებმა უამრავი ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დატოვა…

„მარტის დანაკარგი – ზუსტი მონაცემები, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ გარკვეული “ჯადოქრობის” შედეგად შემიძლია სამწუხაროდ მოგახსენოთ, რომ:

– 2020 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებას საორიენტაციოდ – 1.3 – 1.5 მილიარდი ლარი დააკლდება, რაც მთლიანი გამოშვების დაახლოებით 1/4-ს შეადგენს. მხოლოდ ტურიზმის დანაკარგი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება.

– გამოშვების გარკვეული ნამატი ექნება ჯანდაცვას, დაზღვევას, საცალო ვაჭრობას და სხვა რამდენიმე მიმართულებით, რაც ჯამში საორიენტაციოდ 300-500 მილიონი ლარის ტოლი იქნება.

– მიუღებელი შემოსავლები ბიუჯეტში რამდენიმე ასეული მინილიონი ლარის ტოლი იქნება, საორიენტაციოდ 15-25 პროცენტი + გაზრდილი ხარჯები.

– ამ ყველაფერს ემატება დანაკარგები ფულადი გზავნილებსა და უცხოურ ინვესტიციებში, რომელიც აგრეთვე ასეულობით მილიონ ლარში იქნება გამოსახული.

– თუ სიტუაცია არ მოგვარდა, კიდევ უფრო დიდი იქნება დარტყმა აპრილში და ის საორიენტაციოდ 3 მილიარდ ლარსაც გადააჭარბებს.

– ყველაფერი რაც ზემოთ წერია, ავტომატურად ითარგმნება ათეულობით ათას სამუშაო ადგილში, რომელიც იქნება ან დაპაუზებული, ან დაკარგული გარკვეული დროით.

მოდით ყველანი ერთად გავუფრთხილდეთ ამ ტანჯულ ქვეყანას, დავიცვათ წესები და გადავიტანოთ გამოწვევეა ღირსეულად, დავეხმაროთ ვისაც შეგვიძლია ჩვენს ირგვლივ. დრო ნამდვილად მძიმეა!

მარტის ეკონომიკური ზრდა საორიენტაციოდ მაინც დადებითი იქნება, თუმცა მეეჭვება 1-2%- გადააჭარბოს.

პ.ს. რა თქმა უნდა ეს არ არის ზუსტი მონაცემები და ის მხოლოდ საორიენტაციოა, თუ ვინმეს მოგეპოვებათ დაზუსტებული მონაცემები სიამოვნებით გავიზიარებ“, – ამბობს ვახტანგ ჭარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები