LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკარგული კონტაქტი: რა გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ჩახუტების გარეშე გატარებული წელი

110
3874

ადამიანი ტაქტილური (შეხების)  კონტაქტისთვისაა დაბადებული, სწორედ ამიტომ პანდემიამ და თვითიზოლაციამ ფსიქიკურ ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენა.

შეხების სურვილი ადამიანის ქვეცნობიერის მიღმა არსებობს. ჯერ კიდევ დაბადებამდე, როდესაც ნერვული სისტემა ყალიბდება, ადამიანი ფიზიკური კონტაქტის საჭიროებას გრძნობს და ამ სურვილს დედის დახმარებით იკმაყოფილებს.

„ადამიანის სხეული მთლიანად ჩახუტებასა და ფიზიკურ კონტაქტზეა აგებული“ – დოქტორი კატერინ ფოტოპოულოუ, ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოდინამიური ნეირომეცნიერების პროფესორი. ,,ჩვენ მთელი არსებით ვენდობით ჩვენს აღმზრდელს, რათა სხეულის მთავარი მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. შეხების გარეშე ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეიძლება.“

ნინა სმიტი 40 წლის ქალბატონია და სამხრეთ ლონდონში სულ მარტო ცხოვრობს. ასე რომ იზოლაცია მისთვის თითქოს რაღაც ახალი არ უნდა ყოფილიყო და დარწმუნებული იყო, რომ სიტუაციას თავს არაჩვეულებრივად გაართმევდა. „თვითიზოლაცია იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. ვცდილობდი თავი რუტინით გამერთო თუმცა…“ „რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩახუტება მჭირდებოდა და ჩახუტების გარეშე ცხოვრება საშინელება იყო. დარწმუნებული ვარ მთავრობამ არ იფიქრა იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენდა ლოკდაუნი მარტო მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე.“

ზრადსრული ადამიანებისთვის რთული წარმოსადგენია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩახუტება. „ჩვენ ვხვდებით რომ რაღაც გვაკლია, თუმცა ყოველთვის ვერ ვიაზრებთ, რომ ეს შეხებაა.“ – პროფესორი ფრანცის მაკგლონი, ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერი. „როდესაც მარტოობის პრობლემაზე ვსაუბრობთ, მთავარი გვავიწყდება, ის რაც მარტოხელა ადამიანებს აკლიათ – შეხებაა.“

შეხება ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. „ოჯახსა და ახლო მეგობრებს იმაზე ბევრად უფრო ხშირად ვეხებით ვიდრე ამას ვიაზრებთ.“ – პროფესორი რობი დანბარი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი. „ზუსტად იგივეს ვაწყდებით პრიმატების შემთხვევაში, შეხება ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია.“

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა რმელშიც 112 ქვეყნის წარმომადგენელი 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და შეხების შეგრძნებას ისინი ძირითადად სამი სიტყვით ახასიათებდნენ: „კომფორტული, სითბო და სიყვარული.“

პანდემია გრძელდება და სტრესთან გამკლავება ადამიანებს ჩახუტების გარეშე ძალიან უჭირთ. ყველა ინდივიდს განსხვავებული მოთხოვნები და საჭიროებები აქვს, თუმცა შეხების გარეშე, ისედაც მძიმე ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.

მრავალი კვლევით დასტურდება, რომ შეხება ტვინისთვის გარკვეულ სიგნალს წარმოადგენს, რომელიც მას ანიშნებს რომ შეუძლია ნებისმიერი სირთულე დაძლიოს და სტრესულ სიტუაციას ახალი ენერგიებით შეხვდეს. ჩახუტების ძალას კი მეცნიერული ახსნაც აქვს. „ჩახუტების დროს ოქსიტოცინის და დოფამინის გათავისუფლება ხდება, რაც გავლენას ახდენს კორტიზოლის დონეზე და შესაბამისად ჩვენს განწყობაზე.“

2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეგობრული შეხება თუნდაც უცხო ადამიანისგან, დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე და გარიყულობის შეგრძნებას ამცირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები