LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაიწყო ზემოდან გახდა და იარაღი ამოიღო” – 34 წლის მამაკაცი პოლიციის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

1921
1575619850387133

34 წლის მამაკაცი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ჩხოროწყუს პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი, აირი დარსალია გუშინ გვიან ღამით დააკავეს.

დაზარალებული მამაკაცი ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომხდარზე საუბრობს და აცხადებს, რომ დარსალიამ ის, იარაღის მუქარით გააუპატიურა. როგორც საუბრიდან ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი მანამდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც ჩხოროწყუს პოლიციაში არაერთხელ ყოფილა. სწორედ აქედან იცნობდა აირი დარსალიას.

“ძველ, დანგრეულ შენობასთან გაჩერდა. თავისივე მანქანით იყო, რადგან ვცნობ მის ავტომობილს, ადრეც ვმჯდარვარ. უცებ გადმოვიდა, დაიწყო ზემოდან გახდა და იარაღი ამოიღო. ტანსაცმელი წინა სავარძელზე დაყარა. როგორც კი გამოძრავებას ვიწყებდი იარაღისკენ იწეოდა. მერე მუქარაზეც გადავიდა – გინდა არ გინდა შენთან სექსი უნდა მქონდესო. შემდეგ ჩამომსვა შუა გზაში, გამაფრთხილა რაიონში არ გავსულიყავი და თუ ამ თემას გავახმაურებდი ძალიან ცუდი რამ მოჰყვებოდა ამას”, – იხსენებს დაზარალებული.

 

საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს. უწყებამ რადიო „ფორტუნას“ განუცხადა, რომ დაკავებულ ყოფილ პოლიციელს უახლოეს პერიოდში ბრალს წაუყენებენ.

„სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია. უახლოეს ვადებში ბრალი წარედგინება. გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

გვახატია შენი პრობლემები

აირი დარსალიას დაკავების შემდეგ პროკურატურამ დაზარალებულს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა.

მამაკაცი პოლიციელის მფარველობაში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ჯუმბერ იზორიას ადანაშაულებს. დაზარალებული ინტერვიუში ამ თემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პოლიციის უფროსმა, ჯუმბერ იზორიამ დანაშაულის შესახებ იცის, თუმცა მას გაჩუმებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, უმრავლესობის დეპუტატი, რომელიც დღეს აკაკი ზოიძის ნაცვლად პარლამენტის წევრი უნდა გახდეს, დამნაშავე პოლიციელს მფარველობს.

“პოლიციის უფროსმა, ჯუმბერ იზორიამ დამიბარა თავის კაბინეტში, გვახატია შენი პრობლემები, ყელშია ამოსულიო… ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ ჩემი ძმა თავს დამესხა, ჩემი მოკვლა უნდოდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდი ქონება, რომელსაც ჩხოროწყუში ვფლობდი გადამეფორმებინა ჩემი ძმისთვის და წავსულიყავი რაიონიდან”, – ყვება  დაზარალებული.

დაიწყება თუ არა „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჯერჯერობით უცნობია.

პოპულალურები