LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყება თუ არა ისევ ქუჩების მორეცხვა: რას ელოდება მერია

209
BeFunky-collage - 2020-10-15T125923.817

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ახალი ვირუსის გამოუცნობი ბუნების მიზეზით, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყანა “შეკავების” პრინციპზე გადავიდა. იგივე მეთოდი გაიზიარა საქართველოს მთავრობამ. ქვეყანაში პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. დაწესდა სავალდებულო რეგულაციები, გაიცა საჭირო რეკომენდაციები.

ამავე საბჭოს გადაწყვეტილებით, პანდემიის პირველივე დღეებში დაიწყო და განხორციელდა პრევენციის ერთ-ერთი მეთოდი – სადეზინფექციო ხსნარით ქუჩების მორეცხვა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მთავრობამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაავალა. დედაქალაქში ქუჩემის სპეციალური ხსნარით მორეცხვა “თბილსერვისჯგუფმა” განახორციელა.

მაშინ, როდესაც საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 10-ს არ სცდებოდა, პრევენციის მიზნით მერიამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 1 000 აღწევს, იგივე პრინციპი, სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რატომ არ ხორციელდება დღეს? ამ კითხვით “ფორტუნამ” თბილისის მერიას მიმართა. დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შესაბამისი განკარგულება მთავრობისგან მიიღეს. ამ დროისათვის კი იგივე სახის დავალება ჯერ არ მიუღიათ.

რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, რომელიც დედაქალაქში თავის დროზე განხორციელდა, “ფორტუნასთან” საუბარში “თბილსერვისჯგუფში” განუმარტეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, თბილისში 107 ყველაზე ხალხმრავალი ქუჩა მოირეცხა. მათივე ინფორმაციით, მორეცხვითი სამუშაოები საჭიროების მიხედვით ამ დრომდეც, პერიოდულად მიმდინარეობს.

“107 ყველაზე მთავარი და ხალხმრავალი ქუჩა მოირეცხა აპრილინად ივნისის ჩათვლით. ამ ეტაპზე მორეცხვასთან დაკავშირებით  ჯერ არ მიგვიღია რეკომენდაცია. ყოველდრიურ რეჟიმში სახვადასხვა ქუჩების მორეცხვა ისედაც მიმდინარეობს, არა პანდემიიდან გამომდინარე, არამედ ჩვეულებრივად, საჭიროებიდან გამომდინარე. სკოლებში სწავლის დაწყებამდე გაირეცხა ნაგვის ურნებიც, რომელიც სკოლებთან და ბაღებთან იყო განთავსებული”, – აცხადებენ “თბილსერვისჯგუფში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები