LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Daily Mail: დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი – ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება საქართველოდანაა

124
558767678798789

„დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი – ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, შესაძლოა, იყოს დასავლეთ აზიის ქვეყნიდან, კერძოდ საქართველოდან, სადაც, როგორც კვლევებით დგინდება, ვენახები 8000 წელია არსებობს“, – ამის შესახებ Daily Mail წერს.

გამოცემის ცნობით, საქართველოში ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ნეოლითის ხანიდან დაიწყო. „ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ყურძნის ჯიშები, რომლებიც გამოიყენება ისეთ ღვინოებში, როგორებიცაა: Sauvignon Blanc, Merlot, Chardonnay და Pinot Noir, სწორედ საქართველოს უკავშირდება“, – წერია სტატიაში.

Daily Mail -ის ცნობითვე, დასავლეთ აზიიდან, ყურძნის ეს სახეობები, მიგრაციისა და საზღვაო ვაჭრობის გზით, ევროპაშიც გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები