LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიცავით ბავშვები ნეგატიური ინფორმაციისგან – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

3017
rcheva

როგორ დავიცვათ ბავშვები უარყოფითი მოვლენებისგან და რა გავლენას უარყოფითი მოვლენები მათ ფსიქიკაზე – ამ თემაზე “ფორტუნა” ფსიქოლოგ სოფო ყველაშვილს ესაუბრა.

ნეგატიური ინფორმაციები გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე…

სხვადასხვა ექსტრემალური სიტუაციები, სტიქიური უბედურებები, კატასტროფები, ძალადობა, დანაკარგი – როგორც წესი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე.

სტრესი ესაა ორგანიზმის  არასპეციფიკური რეაქცია ნებისმიერ მის წინაშე წაყენებულ მოთხოვნაზე. იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც

ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა.  სტრესად იწოდება ყველა ის გამაღიზიანებელი (ფიზიკური, სოციალურ-ფსიქოლოგიური), რომელსაც შეუძლია მაღალი დონის დაძაბულობის გამოწვევა, როგორც ფიზიკური ისე სულიერი. ეს არის სულიერი სიმშვიდის და წონასწორობის საწინააღმდეგო მდგომარეობა.

როგორ მოქმედებს ბავშვებზე ნაგატიური ინფორმაცია?

ბავშვები გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან მატრავმირებელი სიტუაციების მიმართ. ნებისმიერმა ბავშვისთვის უცნაურმა, უცხო სიტუაციამ, რომელიც შინაარსობრივად მუქარის შემცვლელია, შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმული რეაქცია.

ბავშვის რეაქცია სტერსზე შეიძლება სხდასხვა იყოს:

  1. უმიზეზო ტირილი, მკვეთრი რეაქცია;
  2. ძილის დარღვევა;
  3. მადის დაქვეითება;
  4. შფოთვა;
  5. სტრესულ სიტუაციაზე კითხვების დასმა, საკუთარი ვერსიების მოყოლა.

დღევანდელ ეპოქაში, როდესაც სოციალური ქსელები ასეთი აქტიურია და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი, მათი ნეგატიური ინფორმაციისგან დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია.

გახსოვდეთ:

  1. ტყუილი გამოსავალი არ არის!
  2. ბავშვებთან თავის მოჩვენება თითქოს ყველაფერი კარგად არის არასწორია, ამ დროს შეიძლება ბავშვმა მატრავმირებელ მოვლენას კიდევ უფრო სასტიკი ინტერპრეტაცია მისცეს;
  3. დაელაპარაკეთ, აუხსენით და მიაწოდეთ ბავშვებს სწორი ინფორმაცია განვითარებული მოვლენების შესახებ;
  4. მშობლის მიერ სწორად ახსნილი და მიწოდებული ინფორმაცია, ბავშვებს ეხმარებათ ყველა იმ ნეგატიური ინფორმაციის განეიტრალებაში, რომელიც მათ მოისმინეს ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალებებით;
  5. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ცხოვრების ჩვეული რეჟიმის შეცვლა უწევთ, მაგ: სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, ეს სიახლეა მათთვის (განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს ეხებათ ეს), არ ქონიათ აქამდე გამოცდილება, ეს უკვე შფოთვის გამომწვევი შეიძლება იყოს, ამიტომ სწორი ფორმით ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, ამით თავიდან აიცილებთ არასწორ ინტერპრეტაციებს და ზედმეტი შფოთვისგან დაიცავთ;
  6. მშობლის ნეგატიური განწყობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ბავშვი მშობელს როგორც მაგალითს ისე უყურებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელმა შეინარჩუნოს მშვიდი მდგომარეობა, წინასწარ ჩააყენოს ბავშვი საქმის კურსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ;
  7. ხშირად პატარა ცვლილებაც კი შეიძლება ბავშვისთვის სტრესული აღმოჩნდეს, გავლენა მოახდინოს მათ უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებაზე, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ოჯახში საიმედო, უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შექმნა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები