LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიანებულმა მკურნალობამ და ჰოსპიტალიზაციამ, ოქტომბერ-ნოემბერში, ცალკეულ შემთხვევებში პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია: ლომჯარია

63
1

“პრობლემური იყო პაციენტთა უფლების დაცვის არაეფექტიანობა, განსაკუთრებით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგვიანებული მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და ცალკეულ შემთხვევებში, ამის გამო პაციენტთა გარდაცვალებები.” – დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე სახალხო დამცველმა დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2020 წლის ანგარიში წარდგენისას ისაუბრა.

ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ამ საქმეების შესწავლა და გატარებული ღონისძიებებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება დღემდე არ მომხდარა:

“2020 წელს პანდემიამ ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობა ძალიან დაამძიმა. ჯანდაცვის უფლების რეალიზაციის კუთხითაც უფრო მეტი დაბრკოლება შექმნა. პრობლემური იყო პაციენტთა უფლების დაცვის არაეფექტიანობა, განსაკუთრებით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგვიანებული მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და ცალკეულ შემთხვევებში პაციენტთა გარდაცვალებები ამის გამო. სამწუხაროდ, ამ საქმეების შესწავლა, გატარებული ღონისძიებებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება დღემდე არ მომხდარა.” – განაცხადა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალის უფლებრივ მდგომარეობაზეც და მას უმძიმესი უწოდა:

“უმძიმესი იყო სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობაც. 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო 100% არ იღებს განაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. ასევე გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, იაფფასიან მედიკამენტებზე საზოგადებას კვლავ ნაკლებად მიუწვდება ხელი.” – თქვა ლომჯარიამ ანგარიშის წარდგენის დროს.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველს უსმენდნენ.

 

რა გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება 2020 წლის ანგარიშში, ვრცლად შეგძლიათ წაიკითხოთ აქ:

შევისწავლეთ გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე, დადგინდა, რომ მათ ჰქონდათ მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა არ გაუწიეს: სახალხო დამცველი

არასათანადო მკურნალობა, გარდაცვლილი პატიმრები, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და გახმაურებული საქმეების გამოძიება – ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს აცნობს

რამდენად სწორია ნარკომომხმარებლების ავადმყოფებად განხილვა? მგონია, რომ ამ ხალხს საქმე “გავუხურეთ” – ხვიჩია ლომჯარიას

სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, ვფიქრობ, მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება: ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე