LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგენილება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა მალავდა – რა წერია დოკუმენტში (ვიდეო)

139
62143002-4165432470140898-1966221433809928192-o

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები იზრდება.  საქართველოს კანონმდებლობაში უკვე შესული და დამტკიცებული ცვლილების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი აქამდე არ იყო, თუმცა დადგენილება, რომელიც ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების ხარჯვას ისახავს მიზნად, უკვე საჯარო გახდა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს დაერიცხებათ სამივლინებო ხარჯები, რომელიც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციის ხარჯებს  30-დან 40%-მდე გაზრდის.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დადგენილებას არ ასაჯაროვებდა სწორედ ამ მიზეზის გამო. ირაკლი ნადირაძის განმარტებით პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის სამივლინებო ხარჯების გაზრდის დადგენილებას ხელი პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები