LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩი გრძელიშვილი: „ადვილი ფულის განცდა გაუჩნდება ტოტალიზატორსა თუ ნარკოტიკებში ხელმოცარულ ათას იდიოტს“

103
dachigrdzelishvil

ტელეჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდში ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ ამ ამბის უმსხვერპლოდ დასრულება ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლოა, ის, რომ მძარცველმა თანხის მოპოვება და გაქცევა შეძლო,  უბიძგოს სხვებს იმავე ქმედებისკენ.

„კი, უმსხვერპლოდ დასრულდა და ძალიან კარგია ეს ამბავი. მაგრამ ძალიან ცუდი პრეცედენტი დაიდო გუშინ… კაი, ეს მცოდნე იყოო თუ გაწვრთნილიო. ამის შემყურე, ადვილი ფულის განცდა გაუჩნდება ტოტალიზატორსა თუ ნარკოტიკებში ხელმოცარულ ათას იდიოტს და რომელიც ვერ შეძლებს სიტუაციის კონტროლს და „ლიმონკის“ ჭერას 12 საათი. ამაზე უფიქრია ვინმეს? მსოფლიოში ათასობით შემთხვევა ხდება მძველების აყვანის და მოთხოვნის წაყენების. ხშირად ფული დაზღვეულიცაა ხოლმე და რა გგონიათ, რატომ მიდიან ხოლმე რისკზე სამართალდამცველები? პრეცედენტის არ დაშვების გამო. კი ბატონო, ძალიან რთული სიტუაცია იყო. მაგრამ ადვილი ქართველი პოლიტიკანების თვალთვალი, სახინკლის წილში ჯდომა და სუსის პრაპუსკიანი შავი ჯიპით გრიალია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები