LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჭერები დედაქალაქის მერიაში: კალაძის “გაფრთხილება” ძალაში შევიდა (ვიდეო)

571
BeFunky-collage (65)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ქ. თბილისის მერიის ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო”-ს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტზე შპს „ტექრეისერს“-ის ფაქტობრივი მფლობელი დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სამი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

2020 წლის პირველი შეხვედრა – კალაძის პირველი გაფრთხილება კორუფციაზე და ბოდიში წინასწარ (ვიდეო)

 “ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო”-ს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვით,  34 550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერს“-ისგან შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, ე.წ. „ლეპტოპი“, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ტექრეისერს”-ის დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით. აღნიშნული სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

https://www.facebook.com/sssgeo/videos/141377066949184/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები