LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაავიწყდათ ჩემი სახელი და სად ვიყავით” – ჯესი ჯეი ისევ შეკვეთილის კონცერტზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს

31834
jessie jjj

მომღერალი ჯესი ჯეი შეკვეთილში “ბლექ სი არენაზე” გამართული კონცერტიდან ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ის საკუთარ სახელს და საქართველოს “ამღერებს” და წერს:

“მათ დაავიწყდათ ჩემი სახელი და სად ვიყავით. ეს უკანასკნელი ვიხუმრე. ჩემი ხმა ჟღერს ავტომობილივით, რომელიც არ იქოქება,” – წერს ჯესი ჯეი.

ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი საქართველოს 5 აგვისტოს ესტუმრა. Bang Bang, Queen, Flashlight, Domino, Price Tag – ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მომღერალმა ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულა.

ჯესი ჯეი შეკვეთილში გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოს ინსტაგრამზე აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები