LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში მეზობელ ძმებს ესროლა და ერთ-ერთი მათგანი მოკლა

83
3272

პოლიციამ ბათუმში ჩადენილი მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 8 ოქტომბრის ღამეს მის მეზობელ ძმებს, მათსავე ბინაში რამდენჯერმე ესროლა. მიღებული ჭრილობებისგან ერთ-ერთი ძმა ადგილზე გარდაიცვალა. მეორე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და ექიმებმა გადაარჩინეს.

პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ თბილისში დააკავა. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები