LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია პირი, რომელიც გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა: შსს

106
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

ბრალდებულის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულალურები