LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცუდი ბიჭი ხარ!!“ – თინათინ ჭინჭარაული ფრაზებზე, რომლებიც ბავშვს არ უნდა უთხრათ

chincharauli

„აზროვნების აკადემია“  პროექტის  „სალონური საუბრები” ფარგლებში, სოციალურ ქსელში კლინიკური ნეიროფსიქოლოგის, თინათინ ჭინჭარაულის ლექციიდან ამონარიდს აქვეყნებს. თინათინ ჭინჭარაული ყურადღებას ბავშვის შექების სწორ და არასწორ ფორმებზე ამახვილებს. „ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ლექციიდან:

„როდესაც ჩვენ ბავშვებს ვაქებთ ხოლმე, მოვდივართ კონფლიქტში საყოველთაოდ მიღებულ ფრაზებთან, რომელიც გამოიყენება ბავშვების შექებისას. „კარგი ბიჭი“, „ცუდი ბიჭი“, „კარგი გოგო“, „ცუდი გოგო“, ეს ის ფრაზებია, რომლებიც ბავშვთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიხმაროთ. კონკრეტულ ქცევასთან დაკავშირებით, უკეთესია ვთქვათ, რა მოგვეწონა ამ ქცევაში და რა, არა. ბავშვი ყოველთვის კარგია, შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ის საშინლად იქცეოდეს, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ჩვენ ბავშვები უპირობოდ გვიყვარს. ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის მშობლების მიერ ნათქვამი ფრაზები გადამწყვეტია. „ცუდი ბიჭი ხარ და ასე ცუდი ბიჭები იქცევიან“, „ასე თუ მოიქცევი, მე შენ დაგტოვებ“, „თუ არ წამოხვალ, არ მეყვარები“ – ეს ცუდი ფრაზებია. მნიშვნელოვანია მივუთითოთ იმაზე, რაც არ მოგვწონს და არა იმაზე, როგორი ბიჭი ან გოგოა ის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები