LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცუდად ვარ, მიჭირს, დავიღალე”-გასაჯაროვდა თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამსახველი აუდიო ჩანაწერი

14836
1595416911

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომელიც დახურულ შეხვედრაზე პროკურატურამ ჟურნალისტებს მოასმენინა,  საჯარო სივრცეში მხოლოდ დღეს გამოჩნდა.

“ცუდად ვარ, მიჭირს, დავიღალე” – ეს ფრაზები ისმის აუდიო ჩანაწერში.

გამოცემის მტკიცებით, ხმა თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და მასალაში ახალგაზრდა პროგრამისტის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა ასახულია. ეს გახლავთ

ერთერთი იმ მტკიცებულებებიდან,რომლიც გოგონას თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს. ბაჩალიაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ ჩანაწერი არგუმენტად ვერ გამოდგება.

“კითხვა მაქვს პროკურატურასთან, თუ საიდან აღმოჩნდა ტელევიზიებში ეს ჩანაწერი. ეს ჩანაწერი ვერანაირად ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული შეიძლება საკმარისი იყოს თვითმკვლელობითვის. საქმეში არ დევს გამოთხოვილი შიდა ინფორმაცია – “ფეისბუკის”, “ვოთსაფისა” და გადაადგილების ლოკაციის, რაც მოთხოვნილი იყო. ის, რაც ჩვენი ვერსიის შემდეგ, რომელიც “ვილა ალგეთს” ეხება, პროკურატურამ მარტო ახალი თვითონ შექმნილი, ვითომ “გუგლიდან” ამოღებული ინფორმაცია – შეუსაბამოა,”- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები