LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

covid19 – თან დაკავშირებით ასეთ მოსაზრებასაც წავაწყდი: 80-ს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას შეეწირა ახალგაზრდების მომავალი.. – რევაზ ბოჭორიშვილი

327
46375893-10157070966154236-9088723948836749312-o (2)

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბოლოდროინდელ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც კოვიდ 19 ის პანდემიის პირობებში 80 ს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის გახანგძლივებას ახალგაზრდების მომავალი შეეწირა. აღნიშნულ მოსაზრებას ექიმმა ფეისბუქში ემოციური პოსტით უპასუხა და მის პაციენტებთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.

რევაზ ბოჭორიშვილის პოსტს “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:
“უკვე ერთი კვირაა საფრანგეთში მეტ ნაკლებად ჩვეული სამედიცინო საქმიანობა აღდგა. აქვე ვიტყვი, მიუხედავად იმისა რაც ბევრგან დაიწერა, ონკოლოგიური და ურგენტული პაციენტების მიღება არც არასდროს შეწყვეტილა.

გუშინ ერთი პაციენტი ვნახე, 99 წლის.. უკვე რამოდენიმე წელია, წელიწადში 3 ჯერ ვნახულობ, რეგულარულად. მიზეზთა გამო. ყოველთვის ქალიშვილს მოჰყავს. გუშინ ეს ქალიშვილი მეუბნება, წარმოგიდგენიათ, დედაჩემი ივლისში 100 წლის გახდებაო.. და სიამაყით მომიყვა როგორი სპორტული და აქტიური დედა ჰყავდა, რომელსაც ახლა სავარძლით ატარებს.. ასე დაემთხვა, დღეს სხვა პაციენტი ვნახე, 93 წლის, ამჯერად ვაჟიშვილი ახლდა…

ორივე შემთხვევაში იმხელა სიყვარული იგრძნობოდა დედა შვილის ურთიერთობაში.. ქალიშვილისთის უფრო ადვილია გინეკოლოგიური კონსულტაციის დროს დედას დაეხმაროს გახდა ჩაცმაში.. თითქოს არაფერი, მაგრამ ჩემთვის ეს მომენტიც მნიშვნელოვანი დეტალია.. დღეს ვაჟი სულ სხვანაირად ეხმარებოდა დედას.. მაგრამ ასეთივე დიდი მოკრძალებით.

რატომ მოვყევი ეს ყველაფერი.. ეს დეტალები და კიდევ ბევრი რამ სხვა საფუძველია იმისა რომ მედიცინა არ არის მხოლოდ სტატისტიკა, მათემატიკა, ციფრები, მხოლოდ პროტოკოლები და რეკომენდაციები.. ბევრად უფრო სხვა რამეა, ბევრად უფრო რთული და ჩახლართული.. რასაც ვერანაირი მათემატიკა და მხოლოდ სტატისტიკა ვერ აღწერს და ვერ დაიქვემდებარებს..
ჩემი სპეციალიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე უმეტესწილად სწორედ ასაკოვან პაციენტებთან მაქვს საქმე.. და რაც სხვათაშორის ძალიან მომწონს. სხვა ხალხია, ალალი, ერთგული და დამჯერე.

დღეს კი ამ საკითხებზე განსაკუთრებულად რატომ დავფიქრდი.. კოვიდ 19 ის პანდემიის გამო რა აღარ წავიკითხე და მოვისმინე.. არც თუ ისე იშიათად მოსაზრებასაც წავაწყდი რომ ამ 90 ს თუ 80 ს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის გახანგძლივებას შეეწირა ახალგაზრდების მომავალი და ა.შ..

ხოდა წარმოვიდგინე ამ ჩემი 2 პაციენტის შვილები და შვილიშვილები და ალბათ შვილთაშვილებიც… რას იტყოდნენ ისინი. პასუხიც ვიცი და ვეთანხმები”,- წერს რევაზ ბოჭორიშვილი ფეისბუქში.

ექიმის პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. 

ვინც მოხუცებს გაიმეტებს ეკონომიური მოგების გამო ეს ელემენტარული ფაშიზმია”, “ასაკს ადამიანის სიცოცხლის სიყვარულში რა მნიშვნელობა აქვს” – წერენ ფეისბუქ მომხმარებლები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები