ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცროს­ი ვაჟი ცოტნე ივანიშვილი კოვიდინფიცირებულია.

ცოტა ხნის წინ ცოტ­ნე ივანიშვილმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ტეს­ტის პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც დადებითია და ადასტურებს, რომ მილიარდეკრის მვაჟი კოვიდინფიცირებულია.

ამბები. გეს პოჯახის ახლობელმა დაუდასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

მისი ინფოირმაციით, ცოტნე საქართველოში იმყოფება და ყველა წესის დაცვით იზოლაციაშია.

ცოტ­ნე ივანიშვილი კო­რო­ნა­ვირუ­სით, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­რი­ზი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის დროს და­ინ­ფი­ცირ­და.

„მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში აქვს ვირუ­სი, თავს კარ­გად გრძნობს და ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზეა. საფ­რან­გეთ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ დროს შეხ­ვდა კო­ვი­დი…“ – უყვება სანდო წყა­რო ამბები.გეს.

ბოლო წლებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ცოტ­ნე ატა­რებს დიდ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში. უფ­რო­სი შვი­ლი უტა ივა­ნიშ­ვი­ლი პა­რიზ­ში ცხოვ­რობს, გვან­ცა – ამე­რი­კა­ში, ბერა კი, ცოლ-შვილ­თან ერ­თად, თვე­ე­ბია სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ცოტ­ნე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. პა­რიზ­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რის უმ­ცრო­სი ვა­ჟია. გა­ტა­ცე­ბუ­ლია ხატ­ვით და პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­ფე­ნებ­საც მარ­თავს.

სად არიან ბერას ძმები და რას საქმიანობს ცოტნე, რომელიც ბერას ძალიან ჰგავს – „დიახ ქალბატონებო, ის მარტოა“

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები