LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება – ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს

253
1204885906

“ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება”,- ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ის სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებას გამოეხმაურა.

“ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება იმიტომ, რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას დაუდასტურდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეს, მაშინ, ჩვენც და სომხეთიც ვართ ხელმომწერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის. ჩვენ გვქონდა შემთხვევა სომხეთიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის, ან კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქის, თუმცა თქვენ ეს უნდა აცნობოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და იმ ქვეყანას (ჩვენ ეს გავაკეთეთ შესაბამისი მეზობელი ქვეყნის მიმართ), რომ მან შესაბამისი ეპიდღონისძიებები გაატაროს, როდესაც მის მოქალაქეს უდგენ შენს ქვეყანაში ინფიცირებას. აქედან გამომდინარე, თუ ჰქონდა ეს შემთხვევები ბატონ არსენს ჯანმო-სთვის უნდა ეცნობებინა, ასევე ჩვენთვისაც“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეიტანა და განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები