LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლის ფიქტიური დასაქმებისთვის საფრანგეთის ყოფილ პრემიერს 5 წელი მიუსაჯეს

143
w1280-p16x9-c8971f152140149ce2246b3946eb4c4dca17cfca

პარიზის სასამართლომ ფრანსუა ფიიონი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის დამნაშავედ სცნო. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ცოლის ფიქტიურად დასაქმებისთვის  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აქედან სამი წელი პირობითი სასჯელია, ასევე, მას 10 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა და 375 000 ევროს ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ფიიონმა ცოლს 831 ათასი ევრო გადაუხადა სამუშაოსთვის, რაც მის მეუღლეს სინამდვილეში არ შეუსრულებია.

გარდა ამისა, სასამართლომ ფიიონის მეუღლეს, პენელოპას, სამი წელი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში თანამონაწილეობისთვის.

ფიიონის და მისი მეუღლის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები