LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლად შერთვის მიზნით გოგონას გატაცების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

175
7510f503c4c7d8bdebfb1592e511afc9-XL

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით თბილისში ორი ადამიანი დააკავეს. შსს-ს  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ფ.ა და 1991 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებმა ცოლად შერთვის მიზნით 19 წლის გოგონა გაიტაცეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზარხველთან – ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს – 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა. სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები