LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია – მეუფე გრიგოლი

92
ფოთისა-და-ხობის-მიტროპოლიტი-გრიგოლი

“ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია,” – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

ამით, მეუფე გრიგოლი პატრიარქის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

“კათალიკო-პატრიარქი ყოველთვის, 42 წლის მანძილზე და მანამდეც; დღესაც მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რასაც საჭიროდ თვლის. ამიტომ, თვითონ უკეთესად განმარტავდა თავის სიტყვას, ან განმარტავს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.

კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებებია იგივე კომენტარები, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვას კომენტარი გაუკეთო, ცოტა უხერხულია”,- განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, გუშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, გუშინ, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, “ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ”.

“ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამას, 42 წელია მე ვარ სამიზნედ” – ილია მეორე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები