LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რამდენ ხანს იქნება საქართველოში ჩამოსული ტურისტი კარანტინში

588
ტურისტი

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტურისტს უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომ მას კორონავირუსი არ აქვს.

„პირველი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს, ტურისტს უნდა ჰქონდეს თან PCR-ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ PCR-ტესტის ჩატარებას. ეს ყველაფერი გაკეთდება აეროპორტში. იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, გვაქვს მოლაპარაკება სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან ტესტის პასუხებს“, – აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრი ამბობს, რომ ჩამოსული ტურისტები კარანტინს არ გაივლიან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ ექნებათ აღებული ტესტი ვირუსზე, მათ მხოლოდ საქართველოში აღებული ტესტის პასუხამდე მოუწევთ  იზოლაციაში ყოფნა.

მოლაპარაკებები იმაზე, თუ ვინ გადაიხდის ტურისტების ტესტირების ხარჯებს, სხვა სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები