LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი კაბა კლიპიდან Don’t Speak – გვენ სტეფანი „ტიკ ტოკზე“ 25 წლის წინანდელ კაბაში გამოჩნდა

333
gvenstefani

მუსიკოსმა გვენ სტეფანიმ კიდევე ერთხელ შეძლო ფანების გაოცება, როდესაც იმ ლურჯი, კოპლებიანი კაბით გამოჩნდა „ტიკ ტოკზე“, რომლითაც ის 25 წლის წინ გავიცანით. მომღერალმა გულშემატკივრებს ის ცნობილი კაბა გაახსენა, რომლითაც ის ჯგუფთან No Doubt ერთად გამოჩნდა კლიპში Don’t Speak. 1996 წელს გადაღებული ეს კლიპი მაშინ ჯგუფისთის ნამდვილი ტრამპლინი აღმოჩნდა წარმატების გზაზე.

51 წლის სტეფანი, რომელიც დიდი ხანია აღარაა ჯგუფის შემადგენლობაში, ფანტასტიკურად გამოყურება დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებს შორის 25 წლიანი სხვაობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები