LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ადამიანების უცნობი ფობიები

1527

ჰობია გარკვეული სიტუაციის, მოქმედების, ადამიანის ან ცხოველის პანიკური შიშია, რომელიც ზოგს ნაკლებად თრგუნავს, ზოგს კი პირიქით – ნორმალურ ცხოვრებაში უშლის ხელს. გამონაკლისი არც ვარსკვლავები არიან, რომელებიც ზოგჯერ სერიოზული, ზოგჯერ კი, ძალიან სასაცილო ფობიებით იტანჯებიან.

 

  1. ქეთი ჰოლმსს ენოტების ეშინია.
  2. კელი ოსბორნს ჰაპტოფობია ანუ შეხების შიში აქვს და მისთვის ხელის ჩამორთმევაც კი, სერიოზული პრობლემაა.
  3. ტაირა ბენქსს ბავშვობიდან ეშინია დელფინების.
  4. ჰილარი დაფსს ჭუჭყის ეშინია და საათში რამდენჯერმე იბანს ხელებს.
  5. ორლანდო ბლუმი აღიარებს, რომ საშინლად ეშინია ღორების.
  6. კიმ ბესინჯერი აგროფობიას – ღია სივრცის შიშს ებრძვის.
  7. ვუდი ალენს შიშების გრძელი სია აქვს, ყველაზე მეტად კი, მზის სხივების ეშინია.
  8. კირა სედჯვიკს ცხელი საჭმლის ეშინია, რომელსაც ოხშივარი ასდის. მისი მეუღლის, მსახიობის კევინ ბეიკონის განცხადებით, როცა ტელევიზორში ცხელი საჭმლის სარეკლამო რგოლს აჩვენებენ, კირა  უბრალოდ ოთახიდან გადის.
  9. 2011 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნიკი მინაჟს სკალაფობია, ანუ ესკალატორების შიში დაეწყო.  
  10. Pi DiDi-ს საკმაოდ უცნაური ფობია აღმოაჩნდა. მას ადამიანის ფეხის ეშინია, რომელსაც მეორე თითი პირველზე გრძელი აქვს.
  11. კაილი მინოუგის განცხადებით, მას ტანსაცმლის საკიდის ეშინია და ძალიან არ მოწონს ის ხმა, რომელსაც საკიდი ტანსაცმლის კარადაში დაკიდების დროს გამოსცემს.
  12. დევიდ ბექჰემმა აღიარა, რომ მას ობსესიურ-კონვულსიური  აშლილობა აქვს და არ უყვარს არეულობა. “დიახ, მე ასეთი დაავადება მაქვს და ჩემთვის აუცილებელია, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს”, –    აღნიშნავს ფეხბურთელი.
  13. ჯონი დეპს საშინლად ეშინია მასხარების. “მათ დახატული სახე და ისეთი ყალბი ღიმილი აქვთ, თითქოს მხოლოდ მათ იციან, რაღაც  საზარელი საიდუმლო”, – არ მალავს საკუთარ შიშს ჰოლივუდის ვარსკვლავი.
  14. კრისტენ სტუარტს ცხენების შიში ჰქონდა, თუმცა ფობიის დაძლევა    ფილმის “ფიფქია და მონადირე” გადაღებებზე მოუხდა.
  15. პამელა ანდერსონს ეისოპტროფობია აქვს და სარკის ეშინია.
  16. ნიკოლ კიდმანი პეპლებს უფრთხის. “უცნაურია, მე არ მეშინია   გველების და ობობების, თუმცა საშინლად მეშინია პეპლების”, – ამბობს    მსახიობი.
  17. კიანუ რივზს სიბნელის შიში აქვს.
  18. ჯენიფერ ლავ ჰიუიტი იძულებულია ნებისმიერ სიმაღლეზე ფეხით  ავიდეს, რადგან ძალიან ეშინია ლიფტით მგზავრობა.
  19. ჯენიფერ ენისტონმა ასე აღწერა თავისი შიში: “მე ძალიან მეშინია    ფრენის, რადგან ვერ ხვდები როგორ ახერხებს თვითმფრინავი აფრენას. ბევრი მსმენია აეროდინამიკაზე, ძრავასა და სიჩქარეებზე, მაგრამ მაინც  ვერაფერს ვხვდები. შესაძლოა, მე უბრალოდ ყველაფრის   გაკონტროლება მიყვარს”.  
  20. მეტიუ მაკკონაჰის გვირაბების ეშინია.
  21. ქრისტინა რიჩის ოთახის მცენარეების შიში აქვს. “ისინი ძალიან  ბინძურები არიან და მათი შეხება საშინლად მაღიზიანებს. სიმართლე   ვთქვა, მათთან ახლოს გავლაც კი არ შემიძლია”.
  22. კრის ჯენარს ძალიან ეშინია და არსდროს სარგებლობს საზოგადოებრივი საფირფარეშოთი.

 

პოპულალურები