ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა, ჯანსაღი დიეტა, დაბალი წონა და მუდმივი ფიზიკური აქტივობა დიდხანს ცხოვრების ფორმულაა. ამ დასკვნამდე ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ და 5 რჩევა შემოგვთვაზეს, რომლის გათვალისწინებითაც სიცოცხლეს მინიმუმ 10 წლით გავიხანგრძლვებთ.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თანამედროვეობის მთავარი გამოწვევაა. სამწუხაროდ, ამ უმარტივეს წესებს დღეს თითქმის არავინ იცავს“, – ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი, ფრენკ ჰუ.

მკვლევარებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპებსა და მავნე ჩვევებზე დაკვირვებას წლები მოანდომეს. კვლევაში 40 ათასამდე მოხალისე მედიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ისეთები, ვისაც წონის პრობლემები აწუხებდა. კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ეს პრობლემა სიცოცხლეს 12 ან 14 წელიწადს გვაკლებს. ამ წესების დაცვა ორი ძირითადი პრობლემის აღმოფხვრაში გვეხმარება, ესაა გულსისხლძარღვთა დაავადებები და კიბოს განვითარების რისკი. ყველა ამ რჩევის გათვალისწინებით კიბოს რისკი, არც მეტი არც ნაკლები, 65 პროცენტით ამცირებს. ხოლო 2 ჯერ მცირდება რისკი იმისა, რომ მომავალში გულსისხრძარღვთა დაავადებები ლეტალური შედეგით დასრულდეს.

 

 

მსგავსი თემები