LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა” – გორში პოლიციელის მკვლელობის დეტალები

405
pjimage

გორში საკუთარ სახლში მოკლული პოლიციელი, 40 წლამდე ასაკის დავით სვიანიძეა.

პოლიციელის მკვლელობის დეტალებზე ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრეცელებს.

უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებულმა, უცხოეთის მოქალაქე ჰ.დ. -მ პოლიციელს, რომლისგანაც ბინას ქირაობდა, მისსავე სახლში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან  მიიმალა.

გორში პოლიციელი საკუთარმა მდგმურმა მოკლა: ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქეა

პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გაირდაიცვალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული, რამდენიმე საათში დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე, უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს.-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს,”- აღნიშნულია ინფრომაციაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები