LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხისძირის ჯადოქრობები – ქართული სოფელი, რომელიც ბალის არაფრით ჩამოუვარდება (ვიდეო)

3225
20106663-1366890646699854-4463547937064682386-n

სოციალურ ქსელში ქართული ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში გრძელდება. ამ კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებით აქტიურია ამავე სახელწოდების ჯგუფი („გაატარე ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia) „ფეისბუქზე“, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები საქართველოში მოგზაურობის შესახებ საკუთარ გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

ამჯერად ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თაკო მეფარიშვილი ციხისძირში გადაღებულ საკუთარ ვიდეორგოლს გვიზიარებს.

9 ნაკლებად ცნობილი ქართული ციხე, რომელიც სავარაუდოდ ჯერ არ გინახავთ (ფოტოები)

ტურისტულად საინტერესო ციხე-სიმაგრეები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო

„იმ საღამოს ერთი განზრახვით გავედი ბათუმიდან: რაღაც ახალი ადგილი უნდა მეპოვნა. წარმოდგენა არ მქონდა, სად მივდიოდი. არც რუკა გამიშლია. არადა, სხვაგან მეპატიჟებოდნენ და დავიჟინე, ამ მიმართულებით წასვლა მინდა მეთქი. დანარჩენს ვიდეოში ნახავთ – მობილური არ გამიგდია ხელიდან, სულ ვიღებდი. რომ მახსენდება, მაცახცახებს“, – წერს თაკო მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,  „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი 22 ივნისს, საქართველოში ტურისტების მოსაზიდად შეიქმნა.

„კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი”, – ამბობენ ჯგუფის შემქმნელები.