LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხეებში არსებული მდგომარეობა – პარლამენტში იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს მოუსმენენ

105
-75947047-1a41ce86-a618-4030-893b-70f4985accfe

საკანონმდებლო ორგანოში დღეს იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს მოუსმენენ. მთავარი საკითხი ციხეებში არსებული მდგომარეობა იქნება.კერძოდ, ნინო ლომჯარია N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. მოგვიანებით კი ანგარიშში ასახულ საკითხებზე თეა წულუკიანი ისაუბრებს.

ოპოზიციის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მძიმე მდგომარეობაა. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის თქმით,  “ქართულმა ოცნებამ” ციხე ე.წ ქურდულ სამყაროს გადააბარა.

“სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მაყურებლის ინსტიტუტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. “ქართულმა ოცნებამ” კი ციხე “ქურდულ სამყაროს” გადააბარა, ეს ვითარება კი იქ პრობლემას ქმნის”- ამბობს რატიანი.

მთავრობაში კი აცხადებენ, რომ პენიტენციური სისტემის რეფორმა წარმატებით გრძელდება და ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა.

თეა წულუკიანს და ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა აქტუალური საკითხის განხილვა მოხდეს და არსებულ კითხვებს პასუხის გაეცეს.